ვენეციური ჯებირი
ქარი სად ქრის, როცა დაქრის, სიო რომ ცემს მაჯასავით. • ამ გრანდ კანალს და კალაპოტს, ნისლად შურდა გვიანება. და როს სივრცემ მზეს განაპობს თავი აღარ მიანება. ცისკარისგან განაქურდმა ჰპოვა ხსნა და შოშმინებდა. • გულის გულში ახმაურდა და ლაჟვარდებს მინებდა. მომეხვია წელზე განცდა, ბაროკოსი და ზღვა დამცდა, უჩვეულოდ მიმიჩვია, ჩამიჭედა, როგორც ტყვია. • ასე იქცა დღე ანდაზად, პირველივე დღის ჯერზე, როცა ხმა გაფიანდაზდა, ვენეციურ ჯებირზე. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი