მიწის ხელები
გათენებამდე ელი ჩასუნთქვას, ხმელ სარეცელზე გტკივა კუნთები, მას უხმაუროდ, ათას გზით უთქვამს, რომ შენსავ ბოლში დაითუთქები. შენთვის ლოცულობ, მაგრამ არ ამხელს -- სიტყვა მოკმეულ საკმევლის ბურანს, რადგან მიწისგან გამოშვერილ ხელს, შენივე პირმშოს თვალები ხურავს. სანანი ძულვა -ხელებს რომ გიშლის, სიცოცხლეს უთხრი საფლავს, თვითონვე. რომ ნატამალი, სიკვდილის შიშის, შენში გრამიც კი არ დაიტოვე. 1. სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი" თბილისი 2016 2. თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII თბილისი 2017 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Dzalian magari leqsia,bravo!!;)