ELEGIA - მკვდარი მეფე


დაბადებამდე ვსწავლობდი გმინვას,
რათა მეკაწრა ტანჯვის კედლები.
და დღეს, შენ მღვრიე მორევში გძინავს.
და დღეს, მე წმინდა თვალებში ვკდები.

გამომასალმე სიცოცხლეს -ანდა,
მითხარი ჩემთვის, როდის გაკრთები.
იქ, ყველაფერი ლამაზი ჩანდა,
როგორც, ბნელ ღამით ქალის ნაკვთები.
იქ, მაშინ, ვიღაც  გრგვინვით მიწავდა,
შენს, ქვებით მთელელ, სულის კალაპოტს,
დღემდე,მის ძებნით, ჩიჩქნეს მიწა და
დღემდე, მის სხეულს ლექსის ჭალა სპობს.
და უსხეულოდ გიმზერ -მე -ვით ცას,
სისხლის მოკრება მცრის შენს სულისთვის,
რომ მჩქეფარ ცრემლებს -მკვდარი მეფისას,
უსპეტაკესი ზეცის სუნი სდის.

მე, სივრცეს ვკვალავ, ჯერ არ აგებულს,
მზით და ქარს უმწიფს  თავისსვე დარდი,
ეჰ, რომ შემეძლოს,  მოამაგე გულს,
კვლავ შენს თვალებით დავისერავდი.


1, სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი"
თბილისი 2016
2. თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....8 წლის წინ

Dzalian magari leqsia bravo!..

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი