Creatio Ex Nihilo
ამ ზღვა რენესანსს ზეცის მარხილით, ავუკრისტალებ მიწურის ამქრებს. ამ მოხუც ალვის სხვა კრესტაბმელი შემმუსრავს, რათა მეხში არ გავქრე. თუ ხორბლის თავებს ოქროსფრად დახრილს ნაზ მოფერებით მოვითაკილებ. თუ შევუკაზმავ ურჩ ცხენებს მარხილს და დავაყენებ ქართულ საკვირველს. მაშინ დასიცხულ ხმებით აზიის ატიკის მზეზე დავექანები. მაშინ იტალის ზღვა ფანტაზიას შეკრებს სამხრეთის მდარე ქანები. და რომ უცნობი ტალღის ანბანი, ნესტს ლურჯ ატომზე დაინიავებს. და რომ ცრემლებით გადანაბანი წითელი მთვარე დართავს რვიანებს. აქ გამოჩნდება ძახილში: იდა, ლანდების ექო, შუქთა ქაფები. აქ გუშინ ცვილის კულტურა მმკიდა, ხვალ ელექტრონით გავიკაფები. * * * ეს ტერმინები და მისტერია, ლექსად გათქმული მძაფრად მართულებს. თქვენ მაპატიეთ თუ მიტირია, მხოლოდ ხმით ვფერთხავ მტვრიან მავთულებს. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი