უფსკრულთან
მიფიქრებული ფრაზები და საკმეველს სუნი ასდის და ისევ გალავანზე მტრედები სხედან, ეშაფოტები ყოველ ნაბიჯს და ასეული მარყუჟი ახლა მზადაა და ზეცა კი სხვენად გამოგვადგება. საშერვუდე ბნელეთი, ქოხთა ტრიალი, ბორგვა. დასაშვებად შეჭრილი ფრთები, ჩემი ნაბიჯი, გამომშრალი ყელი და მოთქმა საარტერიო მილები და ნელ-ნელა ვქრები. მე გალანტურად მიმავალი კორპუსებს შორის, გამოდევნილებს საპატიო სტუმრად აღვიქვამ, სულ მეხუთედი, არც კი ისიც, ჰო, ჩემი შობის და ათასები დროთა ბრუნვა ახალ აღთქმიდან. გამოდარება მეათასედ ხომ გადაიდო, და ამ გაზაფხულს დარაბებიც აღარ მოიყვანს, ჩემი წიგნები ნაგლეჯები ან სამაგიდო ისევ დაიხა და ახლა კი სულსაც მოითქვამს. საღმერთოები, წმინდანები, გმირები გაქრნენ, ახლა თოკებზე გაფენილა ყველა ვარსკვლავი, „წამო, წავიდეთ“ მე ეს ფრაზა ისევე მმართებს, როგორაც ერთ დროს ნერვებისგან სქელ ყულფს ვნასკვავდი. გაცოცხლებული წამოდგები, ამბავს მიუტან იმას ვისაც კი მაგ ენითაც ვერასდროს აღწერ, არავინ იცის, რომ ნელ-ნელა თავსაც ვიღუპავ თუმცა კი ამას, ვერც ღმერთი და ვერავინ ამჩნევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი