როგორ დაბინდდა, ხეებს ისევ არ შეტყობიათ ..
როგორ დაბინდდა, ხეებს ისევ არ შეტყობიათ, ფოთლებითა და მათ გარეშე ითვლიან დროებს, ზემოთ უყურებ ვარსკვლავედებს და ეფლობიან ბნელეთში არა, ახლოს მზესთან და ახლა პოეტს აღარც კი მართებს სიმარტოვე, მხოლოდ ბინაში ზის და სინათლეც გამოურთავს ასე მგონია, გადაიტანეთ, მოაშორეთ და ჩემს წინაშე ახლა ლანდები მოძრაობენ... კვლავ აგონია. კვლავ აგონია დამრევს ხელს და იცი ამ კედლებს, ფერით, შეხებით, აგურებით მართლაც ვერ ვიცნობ, ვიღაც სირისტში შემოვა და მერე სამკერდეს მომანათებს და ვიცი ახლა, უნდა მეძინოს. ისევ და ისევ მეღვიძება, ვავსებ თეთრს ფურცლებს, თუმცა შევსება ხმამაღალი ნათქვამი არის, ჩამოვალაგე თაროდანაც წიგნები... ქუჩებს მათით ვავსებ და საიდანღაც ის ისევ ბარდნის. და მე იმდენად არავინ მყავს, ვიფიცებ ლექსებს ჩემსავეს, ანდაც გეღრიალა თუკი ჩემთან ხარ. ამოკენკილი სანიშნივით დაითვლი გვერდებს და ისევ ცრემლი მომდინარი ტუჩთან შეგახმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი