ციკლიდან ჰერმინე - ლექსი II


სახლია ჰერმინე, ეს ჩემი სახლია. გარეთ კი თოვაა.
ჭადრებსაც დაათოვს.
ვიტრინები და სარდაფები, ჰო ჩვენი მოდგმაა,
პროსპექტებს დავახმობ.
ეს მინებია ამ ფანჯრების, სუფთა და წმინდა,
ხომ ხედავ გელიან,
თოვაა თოვა, ქარიშხალი, უკვე გაწვიმდა.
ეს დილაც ბნელია.
კედლებზე ფოტოებს შავ ფონსავ ვუწუნებ,
უნიჭო ნახატი.
და მე კი ჰალერი, დანასაც ავლესავ,
იძინე, გამაგრდი.
გავრბივარ, გავრბივარ, ვინც გინდა მომდევდეს,
მე მაინც გავრბივარ.
ეს ჩემი ვალია, ხელს კრავენ პოეტებს,
ნოტები შეცდომით, დაკრული გამიდან.
სახლია ჰერმინე, ეს ჩემი სახლია. გარეთ კი თოვაა.
ჭადრებსაც დაათოვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი