მყვირალობამდე


მყვირალობამდე ისე შორია.
ზამთარი არის მყვირალობამდე.
ადრეა ალბათ და საშიშია,
გამოგეპარო მაგ მკლავებიდან.
იქნება ცაში გახსნან კარები...
იქნება სული გადაჰყვეს ქარებს,
იქნებ სხვაგვარად იყოს ხვალიდან...
დღეს ტყვე ვარ შენი თეთრი ღამისა
და ჩემი მშრალი, ცივი კერტები
სკდებიან შენი სიმხურვალიდან.

2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი