....
ბერდედო იჯდა ტინებზე, თავის ქალობას ტიროდა, სოფლის ავსა და მართალსა თითქოს აღარა ჰკვირობდა. ისევ ეკეთა ბეჭედი, წელზეც ქამარი ვერცხლისა, და მკერდში მინავლულიყო საბუდარაი მერცხლისა. მზის გულზე უფლის ყოილი ღვიოდა ძველებურადა, მთაზე მოსულა პირიმზე, კლდეზე ხარჯიხვი ხტუნავდა. სიყვარულს რა დაამთავრებს, გულს რა აავსებს მიწითა, ანდა ჩემს ტრფობას შენდამი, სიძულვილით და იჭვითა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი