ეროსი
გალაქტიკაში დააბიჯებს პატარა ბიჭი მშვილდსა და ისარს დაატარებს მუდამ ზურგითა. ეს ეროსია სიყვარულის ღმერთი პატარა. აფროდიტამ რომ გამოგზავნა ქვეყნად ნაცარა. ჰოი კეკლუცო,პირიმზისა შავდალალებით, გაშლილი ფრთებით გადაუვლი ხოლმე საწუთროს როგორ მაცდურად შეიტყუებ მახეში სატრფოს რომ გამოაბამ გაისტუმრებ ლახვარ ამოკრულს. ეს შენს ხელთაა საიდუმლო ყველაზე დიდი. რა სიყვარულის მეჯლისია გაჩაღებული ზოგს დააწყვილებ, ზოგს კი ტოვებ სულ ობლად, კენტად დაგჩემებიაკელაპტარად დანთება ვნების. შენი სასმისი სავსე არის პირთამდე ღვინით, ამ ტკბილ ნექტარებს ხორციელი ვერ აირიდებს, მისგან იღვრება ყველა ვნება და სისპეტაკე, და ხორციელი თავზე იდგამს შენს წმინდა გვირგვინს. შენ უკვდავი ხარ, იკეკლუცე ეროსი ბიჭო, დაგბედებია ეს უმანკო გრძნობა განაგო დაათვრე ყველა, ვინც კი შენგან სიყვარულს ითხოვს. და ყველა სატრფოს მოთმინება გთხოვ დაამადლო. მოუშლელია ეს კანონი მარადისობის. ეროსი კვლავაც დააბიჯებს გალაქტიკაში, და გულთმისანი ამოისვამს მიზანში სატრფოს, რომ მის გულშიაც ვნების ცეცხლი კვლავაც დაანთოს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი