ცაიში


რა ბუნება, თვალწარმტაცი პეიზაჟი
ნატვრისთვალი მიმიქარავს ისეთია.
ეს ცაიში ჩემი გულის ფეთქვა არის,
სილამაზით მშვენიერი,საოცარი.
თეთრ კლდის ქიმზე ეხეთქება ჯუმის წყალი.
და ცის თაღზე აზიდული მხნე ტაძარი,
ყელყარყარა, მშვენიერი სალოცავი
ეს ტაძარი მიძინების ჩვენი არის.
რა ჰაერი, რა სურნელთა ჰანგებია.
ირგვლივ ცეკვით გზას იკაფავს გოგირდ წყალი,
ცის ლაჟვარდზე ამ საუფლოს მზე ახურებს.
ნაწვიმარზე გარს ეხვევა ცისარტყელა.
ზურგაშლილი რა მთები აღმართული,
ჯეგეს მთები რა ტევრებით მოქარგული.
რა სიმწვანით ყვავის მისი ტურფა ბარი,
მშვენიერი ეს ცაიში, საოცარი.
ეს ცაიში საოცნებო ხიბლით მავსებს
და მერდინით აირეკლავს ხოლმე ნათელს.
შენს დიდებას გაუმარჯოს ჩემო მხარევ,
გაიხრე, გამახარე გენაცვალე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი