სულის ძახილი
გრძნობათა მეჯლისს ატორტმანებს მთვრალი ყანწები, სადღეგრძელოში აკვნესდება ბგერათა ჰანგი, ტკივილს ათრობენ სევდიანი მამაკაცები. დაეკონება სადღეგრძელოს თამადა ბაგით. და იტყვის ყანწით სადღეგრძელოს გმირთა სახსოვარს. შფოთიან ღამეს რომ გავიდნენ ბრძოლოს ველზედა, იმ ვაჟკაცების სადღეგრძელოს იტყვის, რომელთაც ჩაუცვამთ ფორმა,გაუვლიათ მუსრი მტერზედა. ,ბრძოლის ველს გასულს დამეწია შავი სიკვდილი, მტრის ტყვია ჩემთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და მე საქართველოზე ვფიქრობდი და გული მტკიოდა აგონიაში ჩუმად ვთვლიდი სიცოცხლის წამებს. ჩემო სამშობლოვ, ნეტრია შენთვის სიკვდილი თავის დადება შენთვის მხოლოდ გმირთა ხვედრია. ალალი შენთვის ჩემი სისხლი ველად დაღვრილი, რა ვქნა ასეთი აღსასრული დამბედების. ნუღარ მოიჭყენ ჩემო ტკბილო, ჩემო ქვეყანავ ვაჟკაცებს კვლავაც გამოგიზრდის დედა ქართლისა, შენ უფლისაგან დაგეკისრა ბრძოლა მაცილთან, ქრისტიანული მოთმინებით ქმნა სიმართლისა. სევდიან თვალებს დარდის ცრემლი არ მოწყვეტია, ფიქრები ჩემო მშობელ მხარეს გარს ევლებიან, თანაც ვფიქრობდი ჩემს ოჯახზე,მშობელ დედაზე მაგრამ სამშობლო მყვარებია ურო ყველაზე. აწ ამ საბრძოლო თალპიონზე მე განვისვენებ, სამშობლოსათვის მიმიძღვნია ჩემი სიცოცხლე. ქართული დროშის ქვეშ სიკვდილი ტკივილს მინელებს, გულს დამაყარეთ ქართლის მიწა,სულს გამიმთელრბს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი