ბუნების ზეიმი
ამოიწვერა მზე ცის გუმბათზე, თითქოს გულთბილად გაღიმებული. ოქროსფერ სხივებს მიწას უგზავნის. მთელი დიდებით გაბრწყინებული. აქვე მახლობლად შხუის მდინარე, ტალღები კლდეებს ეხეთქებიან. ირგვლივ შხეფებით წუწავენ მიწას, თითქოს ნაპირებს ეფერებიან. მდინარიე შხეფი კლდეზე ცვიოდა, ვით დაფანტული თეთრი მძივები და ნამსხვრევებად ქცეულ მიწაზე, ირეკლებოდა ოქროს სხივები. და ტაბლასავით მოუქარგიათ ტურფა ყვავილებს ირგვლივ ველები. აქა-იქ დგანან ცად ატყორცნილი ნაძვების მწვანე სილუეტები. ეამბორება აშარი ქარი, ჭადრებს,ცაცხვებს და მოხრილ ტირიფებს, ჩამოუქროლებს ველად გაფანტულ, ენძელებს,იებს, კოხტა გვირილებს. და ცის კამარას შემოეხვევა, თეთრი ღრუბელი ,როგორც ზოსტერი ბუნება თითქოს ჩაფიქრებულა, ვუმზერ ხალასი,ჩუმი ოცნებით. ეს ხომ ბუნების მეჯლისს უფრო ჰგავს, და ჟონავს ფერთა უხვი ჩანჩქერი და ამ ბუნების დღესასწაულზე, მზე ბრწყინავს,როგორც წმინდა სანთელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი