საქართველო


მინდა ვთქვა,რომ საქართველო
ნიჭიერთა საუფლოა
შენი ხატი, შენი რჯული
ჭეშმარიტად სარწმუნოა.
შენი მაჯისცემა მესმის,
უთქმელად რა მომასვენებს.
შენ ხარ ღმერთი, ერთადერთი
მუდამ ფესვებს რომ ანედლებს.
მოგეფერო მინდა მუდამ, 
და გიმღერო ტკბილი ნანა
შენ ღმერთების საუფლო ხარ
და მუზების დედოფალა.
მარგალიტებს გიგავს ზეცა,
ზურმუხტივით ბზინავს მდელო,
შენ ისეთი ლამაზი ხარ
მინდა ლექსით მოგეფერო.
შენ ღმერთივით უკვდავი ხარ,
მიწიერი სასწაული,
როგორ მინდა გიჩურჩულო,
შენთვის ფეთქავს ჩემი გული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი