სადღეგრძელო
ცისარტყელაში ავავლე, მე ჩემი ოქროს კალამი, ფასკუნჯის ფრთაზე მოვქარგე, თქვენდამი ჩემი სალამი. შეაღეთ ოქროს ტაძარი, დაანთეთ გრძნობის კოცონი ააჟრიალეთ მშობლები, აახმაურეთ გოდოლი. თავზე დაიდგით გვირგვინი, განათებთ გრძნობა სიწმინდით. გფარავდეთ მადლი ღვთისმშობლის, წმინდა ხატით და გვირგვინით. რ სჯობს ამ ბედნიერებას, ერს შეემატა ოჯახი, გამრავლდით, მამულს აჩუქეთ გოგო-ბიჭები ყოჩაღი. გაჩაღებულა ნადიმი, კეკლუცობს პატარძალია სიძეც მიუძღვის თამამად, რა მშვენიერი წყვილია. თამადა დაჩლის ფიალებს და ყველას აგვახმიანებს. და სადღეგრძელოც ულევი, თქვენს სადღეგრძელოდ გრიალებს. მე კოლხი ქალი გახლავართ, და მიყვარს ყველა კოლხელი, ადათ-წესები ჩვევები. მხიბლავს სიწმინდე ყოველის. ფეშქაშად მომირთმევია. ეს ჩემი კალმის ლერწიო, ზღაპრულ ფასკუნჯზე მოვქარგე თქვენს სადღეგრძელოდ ლექსიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი