იბერია


დასაბამიდან ილტვის და იბრძვის.
ჩემი სამშობლო დავითის, შოთას
როდემდე უნდა გვტკიოდეს გული,
ძველად როგორი იბერი გვქონდა.
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,
ძლიერ ფესვებზე ამაყად მდგარი,
ამორძალების და რაინდების
სავანე იყო დიდი და მძლავრი.
ქართული მიწა ბევრჯერ მორწყულა,
ჩვენს წინაპართა უმანკო სისხლით,
ჩვენს მატიანეს თუკი გადავშლით,
სისხლის წვეთების გოდება ისმის.
ისმის რა რიგ ძგერს გული თამარის
და რა რიგ იქნევს ხანჯალს გიორგი,
ისმის იყათოს ზარის გვრგვინვა და
რა რიგ მოწვეთავს ჯვარზე მირონი.  
მოგშუშებოდეს ყველა იარა,
დაე დაგიდგეს ხანა თამარის,
უფალი იყოს შენი მფარველი,
ჩემო სამშობლოვ აწ და მარადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი