ბათუმს ...


ჩემი ქალაქი მაგონებს დიტეს,
რაღაც უცნაურ ფიქრების ბოდვას.
რამდენ სიხარულს და სევდას იტევს,
რამდენ სიწმინდეს და რამდენ ცოდვას!

ჩემი ქალაქი ქალწულის სახით,
ქცევით კი უფრო წააგავს მეძავს...
გაოგნებული ამდენის ნახვით,
თვითონაც გარყვნის პრაქტიკას ხვეწავს...

ჩემი ქალაქი მოსილი ჩადრით,
გაურკვეველი ორ საზღვარს შორის,
ძლიერი ისევ სუსტების ჩაგვრით 
იკავებს ადგილს,გარეშე ბრძოლის!

ჩემი ქალაქი ისევე სუფთა,
როგორც თოვლჭყაპში გასვრილი კიბე,
აქ გრძნობებია დაყრილი მუქთად,
თუ კი სავსე გაქვს საფულე,ჯიბე....

ჩემი ქალაქი აღსავსე რწმენით,
სიყვარულით და მუდმივი ბრძოლით,
მაინც შევძელით,მაინც გავრყმენით,
ასეთი ზრუნვით,ასეთი მოვლით!

ჩემი ქალაქი მაინც დიადი,
დიადზე უფრო მაღლადაც მდგომი,
სულში ჩაღვრია თუმცა წყვდიადი,
კვლავ ამაყია,როგორც ჩანს,მგონი...

ჩემი ქალაქი....სულის ნაწილი
ამტკივდა,როგორც ჭრილობა ახლა,
და მისგან მწარედ სილაგაწნილი,
ვიგრძენი ამაო ბოდვებით დაღლა...

მე მომიტევეთ ეს შეძახილი,
არ ვედავები ,,ოცნების ქალაქს,,
ვით უდაბნოში მღაღადებელი
არ ვესვრი ბათუმს უწმინდურ ტალახს...

ჰო,მომიტევეთ ამაოება
და უსასრულო სიტყვების გროვა.
და იქადაგეს მამაოებმა
განკითხვის ჟამი რომ მალე მოვა...

ჩემი ქალაქი მაგონებს დიტეს,
რაღაც უცნაურ ფიქრების ბოდვას.
რამდენ სიხარულს და სევდას იტევს,
რამდენ სიწმინდეს და რამდენ ცოდვას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი