ანთროპოსოფია.


შორს, ტრამალიდან უჩინარი მოჩანს ლანდები,
აღარ ვენდობი ჩემს საკუთარ, ჩემს სულის ეგოს,            
და თუ მაღალო ქვეყნად ერთი ღმერთი ბრძანდები,
იქნებ სიმშვიდე სულის წილად დღეს მაინც მერგოს.
   
ანარქისტების ერა დადგა, დოგმის მამების, 
და ირგვლივ მხოლოდ ქაოსია, სრული ქაოსი,
აღარც შეგრძნება აღარ გვაქვს შვების, წამების,
აღარ გავს უკვე ფინეთს-ფინეთი, ლაოსს-ლაოსი.
 
თეორიულად პრაქტიკაში აღარ ვვარგივართ, 
პრაქტიკულად კი თეორია გვიჭირს, იმდენად
რამოდენადაც ცუდები ვართ ისე კარგი ვართ,
ამქვეყნიური არაფერი მიგვაქვს იმქვეყნად.

ილუზიაა ფრთაშესხმული ადამიანი,
ობმოკიდებულ წიგნებს ახლა დაედოთ ფასი,
შემოგვრჩა მხოლოდ ჰომეროსი, დარტანიანი,
,,პარმის სავანე''-ს  ,,ვნების კვირის'' კოპიო ასი.

თვალზე შემშრალი ცრემლი მალე სისხლად იქცევა,
ძალა არ არის ვენებში და კაპილარებში,
მე კარგად მახსოვს ხალხის ზნე და ხალხის ის ქცევა, 
როცა გულს ყიდდნენ ხურდაში და ლამის ლარებში.

შავ-თეთრ ფილმებში ფერად კადრებს ნუ ეძებთ რადგან, 
დღეს შეცვლილია საარსებო მკაცრი დროება,
და დღეს ყველასთვის ის მომენტი ის ჟამი დადგა,
როცა სულშია პესიმისზმი, ამაოება.

და ამ ლაქების მოსაშორებლად უკვე არ კმარა,
სამჯერ პირჯვარი, ჯვარზე მთხვევა და ამბორი ხელზე,
და თუ უფალმა მცირე წყენა თუკი გვაკმარა,
არ მსურს სიმდიდრე, შარავანდედი ან თუნდაც წელზე.
     
შორს, ტრამალიდან თუკი არ მოჩანს უკვე ლანდები,
თუკი სიმართლეს გვეუბნება სულისებრ ეგო,
და თუკი სხვაზე უმიზეზოდ აღარ ვბრაზდებით,
გამოდის თურმე სულის სიმშვიდე დღეს წილად გვერგო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლანაჩკა ლანაჩკაpoeti7 წლის წინ

ყოჩაღ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი