შეხვედრა გავდა სისხლისფერი ზამთრის ..
შეხვედრა გავდა სისხლისფერი ზამთრის აღდგომას, შენი თვალიდან მონატრების ჩქეფდა მდინარე, ჩემზე მეტი თქვა ყველა ლექსმა, ყველა ალბომმა და ისევ მინდა ხელი გახლო შუბლზე მძინარეს. წამოგეზარდა უნებურად მხრებზე ნაწნავი, ჩუმი ღიმილით მივაცილებ შენს ტკბილ საუბარს, ნება რომ იყოს ჩემი, ახლა ფიქრებს დავწვავდი, ფიქრებს, რომლებსაც უშენობით წლები გაუბამს. გეძებდი ყველგან, მიპოვიდი სანამ შენ თვითონ, და ერთმანეთში დაკარგული ვპოვეთ ერთხელაც არც ანგელოზებს, არც ღმერთს არ ვთხოვ ცოდვა შემინდონ, რადგან შენახარ ღმერთამდეც და ღმერთის შემდეგაც. უსიცოცხლობის, უძრაობის დასვი წერტილი, მზეზე თბილი ხარ, სანამ ჩასვლის ჟამზე გაწვება, მე კი გიჟი ვარ, შენს სხეულში გამოკეტილი, და ამ კედლიდან არასოდეს მინდა გაღწევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი