გამოთხოვება
ვსხედვართ ორივე და საერთო არაგვაქვს არც ერთს, ბედნიერ დღეებს ვერ ვიხსენებთ ახლა ვერც ერთი, რადგან ამაზე კარგა ხნის წინ ულმობლად აგვცრეს, თუმცა ვისწავლეთ ფეხზე დგომა, აღარ ვეცემით. და როგორც ბავშვებს აღარ გვინდა ახლა საყრდენი, კარგად ვარ ჩემობ, უჩემობა მაინც არ გიყვარს, ჩემი ტვინია იმ ფიქრების ნაგავსაყრელი, ქექვის შემდეგ, რომ აღმოაჩენ რაღაც ანტიკვარს. ჩავებით ომში უმოწყალო დროის წინაშე და ამ ომიდან უნუგეშოდ წამით ვერ მოვცდით, შევისისხლხორცე იმ ტკივილის მლაყე სიმლაშე, ჩემს სხეულშივე, რომ განვიცდი სულის გენოციდს. ვინ იცის ახლა რა აწუხებთ?! ან რა ნაღველი შემოპარვიათ გამოგონილ ძილში არსებებს, მე გეუბნები სასწაულის არ ვარ მნახველი, შენ კი ბავშვივით იმეორებ-რაღაც არსებობს. ცარიელ ფურცლებს უმუზობის კვალი ატყვია, ამ ლექსით ვისხამ ენდორფინის მძიმე ვაქცინებს, შიშველი ხელით ვუმკურნალო ვცდილობ ნატყვიარს, ვდგებით ორივე და ერთმანეთს სადღაც ვაცილებთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი