cara mia


არაფერია შენს სხეულზე და სულზე ახლო
გამოვიყენო ლამის ფილტვი საწერ ფურცლებად,
ნეტავ იცოდე რა ტკივილით ვცხოვრობ და ვსახლობ
სახლში, რომელიც შენ გინახავს დღემდე უცვლელად.

მოზაიკური შტრიხკოდებით გხატავ ჯიუტად,
ტანით მოცუცქნულს ვხედავ ნდობით რარიგ იზრდები
და თვალებია ჩემთვის ახლა მყიფე იუდა,
სწორედ თვალებმა გამცეს როგორ ძალზედ მჭირდები.

თვითონ შობ ტკივილს და ტკივილის თავად ხარ ვნება,
ანუ ფენიქსის ეფექტივით ცხოვრობ რაოდენ,
სამყაროც ახლა შენს გარშემო ბრუნავს და ცვდება
ჩემი ფიქრები აქამომდე თუკი ყვაოდნენ.

რადგან არაფერს წარმოვადგენ გარეშე შენ და
ისევ ეპიკურ მითოსივით მძულს არამია,
სიზმრებს ყოველთვის ჩემი სული სიცოცხლეს სძენდა,
ისევე როგორც შენ მძენ ახლა მე cara mia.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი