ფსიქოზი


ესეც, მორიგი დღიურიდან მცირე ნაგლეჯი,
აზრებს ვკითხულობ და არ უჩანს ბოლო საკითხავს,
არაფერია, თუკი მხედავ ჭკუით დაღრეჯილს,
რადგან შეშლილებს თვეში ორჯერ მაინც ვაკითხავ.

დასახვრეტივით მზეჩამქრალი ვდგავარ დაფასთან,
კვლავ ვერაფერი მანუგეშეს დღეს ცის კერებმა.
არ შემხვედრია ნიჭიერი ვინც აქ დაფასდა
არც გენიოსებს არ სწვევიათ ბედნიერება...

პარალელური სამყაროდან ვგზავნი მოკითხვას
და წლების ნაცვლად ვადა გასდის ყველა არსებითს,
ვიცი ეს ლექსიც, რომ არაფერს შეცვლის, მოგიტანს,
და უმიზეზოდ გადაკეცავ, რადგან სავსებით

არ გაქვს სურვილი ეზიარო ამ წრფელ ნიმუშებს,
უმნიშვნელოა ახლა, რადგან ზნე და ტალანტი
ვამაყობ იმით შენს წინაშე რომ არ ვიმრუშე,
მეტიც, ფიქრითაც არ მდომია სადმე ღალატი.

ახლა კი მშვიდად, ხორცშესხმული ვეძებ დოფამინს,
რა დროს ცოდვაა, შელოცვები, რა დროს განკითხვა.
და ამ სიფხიზლით, სინამდვილით, განა ყოფა ღირს?
სწორედ ამიტომ, გიჟებს თვეში ორჯერ ვაკითხავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი