მე და შენ


ყველა ტკივილი გაივლის, წავა,
დავრჩებით ისევ მე და შენ...
და დაძველდება ეს სიყვარული,
ვით გიორგობის ზედაშე!

მე ვარ ცოცხალი! რადგან შევძელი
ყველა ტკივილის დამარხვა!
გაივლის დრო და ისევ გამათბობს
შენი ცრემლების დანახვა.

ყველა ტკივილი გაივლის, წავა,
მიწას შევრჩებით შენ და მე...
დრო თავის გულში დამარხავს სიტყვებს,
ყველაფერს, რითაც ვეწამე!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი