იცი, რა მიკვირს?
იცი, რა მიკვირს? ყველაფერი მსგავსია წამის, მოდის და ქრება, მოდის და ქრება... რაზე ვიფიქრო აღარ ვიცი, გავგიჟდე ლამის, ცივა... და მერე ზაფხული დგება! ვეღარ ვეტევი ამ მიწაზე, შემშურდა მთვარის, რა ჩუმადაა და იფერფლება... მალე ზეწარი გაიხევა ამ მკვდარი ღამის და გათენდება! და გათენდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი