საფიცარი ამაოება


საფიცარი ამაოება


საფიცარი ამაოება ესაა გზა სრულყოფილებისა,
ამაოება ესაა გზა ჭეშმარიტებისკენ,
მაშასადამე სწორია გზა არაფრისაკენ,
გზა ესაა წრე მაარადიულად ცხოვრებისა.
თავზე ქუდი მხურავს ფერი მწვანე,
მოულოდნელი ბედნიერებაა წამისა,
ამაოების წყვეტილი სიმსუბუქით აღვსილი დროის ფანტელი,
ფანტელებივით მოჰქრიან ფიქრები მთვარის შუქ მოსილნი,
გადი გაფრინდი ,შენ ჩემო მერცხალო 
გზა კვალ არეულს, დაგლოცავენ ,ვარსკვლავნი ცისა,
მოწყვეტიტ მორბის შენთან მხურვალე ასფალტივით ცხელი 
ვით საღეჭი რეზინი , მდნარი პირში.
ნერწყვი მომადგა და დამადუმა, ნუთუ ესაა რასაც აქ ვმალავთ,
ქუდი აღარ მხურავს, ცაზე ვარსკვლავებს ვეღარ ვწყვეტ.
საღეჭი რეზინი უფერულდება,
ასფალტი სიმხურვალეს კარგავს.
აქ უკვე რთულია რეალობის გამორჩევა, 
ფანტაზიაში ფანტელებმა დაისადგურეს,
აქ ხომ ყველაფერი მშვიდია,
ნელ - ნელა თბება და მხურვალე ნუთელა ჩაედინება პირის ღრუდან კუჭამდე,
შენ მაძლევ იმას  რასაც, სხვა ვერ შეძლებს.
ეს ლექსი ეძღვნება. ემოციას ,რომელმაც, დაუპატიჟებლად   დაისადგურა ჩემს გონებაში,
უდიდესი ადგილი
უმცირესი  პიქსელიდან 
გიგაბიტამდე.
ყველაფერი რეალური იყო ,
ნიანგები დადიოდნენ ადამიანის ტანით შემოსილნი ,
კუბიკები ცვიოდნენ და იმსხვრეოდნენ მხურვალე ასფალტის გროვაზე.
მე დავფრინავდი და თან  სტატიკაში ვიყავი.
როდესაც ზეცა გაფანტავს ღრუბელს და ცისარტყელა დაისადგურებს,
საღამოს ვარსკვლავებიც ალაპარაკდებიან.
გასწიე, გაწელე ჩემი ბედი წინ მორბენალი,	
თან მოუყევი,სასწაული ამ  ქვეყნისანი,
უკან მომავალში , დასრულდი ბედო, 
ეს დასასრულია, ანუ მთვლემარე სიცარიელე,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი