ტყეში, იმ ქოხთან...
* * * ტყეში, იმ ქოხთან, ძველისძველ ქოხთან, დღეს საშინელი ამბავი მოხდა. ხეები წუხდნენ, მდინარე წუხდა, ხელები ეწყო მოხუც კაცს მუხლთან. წაქცეულიყო ბებერი მუხა და უხაროდა მხოლოდღა ბუხარს. ზეცა ქუხდა და ქარი კიოდა, ხმები ისმოდა საიქიოდან, ყვიროდნენ ერთხმად; - შემდეგი შენ ხარ! შემდეგი შენ ხარ! ძალიან ვწუხვარ. დღეს საშინელი ამბავი მოხდა, ტყეში, იმ ქოხთან, ძველისძველ ქოხთან წაიქცა მუხა. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი