დაიბადა...


* * *
დაიბადა,
მთელი ცხოვრება გაუწერეს.

უსმინა,
ითმინა,
ისწავლა,
ეცადა...

ამასობაში
შემოიცვა სხვისი სხეული,
სხვა გახდა თვითონაც.

ერთ დღესაც მარტო დარჩა,
სულ მარტო.
დრომ თავისი ქნა,
სულ ასე აკეთებს.

აი, მაშინ გამოეღვიძა,
თავიდან დაიბადა,
ცხოვრებას გადახედა
და მიხვდა...
საერთოდ არ უცხოვრია.

მომავალს გახედა,
სულ ცოტაღა იყო დარჩენილი.

თავი ჩაქინდრა,
წელში მოიხარა,
წამში დაბერდა.

ხელი ჩაიქნია
და გააგრძელა
სხვისი ცხოვრება.

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი