ერთმანეთისგან, რაც უფრო შორს ვართ
* * * ერთმანეთისგან, რაც უფრო შორს ვართ, მოგონებები უფრო ფასობენ. არ შეგვიძლია მისვლა და მოსვლა და რომ არ გავქრე, უნდა გახსოვდე. შემოვაქსოვე აწყმოს წარსული, სევდას იმედი შემოვაქსოვე და საკუთარ თავს თითქოს გარს ვუვლი, მხოლოდ იმიტომ, შენ რომ მახსოვდე. ჩაკეტილია ყველა კარი და როგორღაც ისრებს მაინც მასობენ. თუ უბედობას ვერ გადავიტან, შენ ბედნიერი დამიმახსოვრე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი