უთქმელი სიტყვა ქაღალდზე მიწვა


* * * 
უთქმელი სიტყვა ქაღალდზე მიწვა,
მიწვა და იქვე ჰპოვა აკლდამა. 
ლექსო, ამქვეყნად აღარც შენი სწამთ,
წყაროს წყალივით რომ ხარ კამკამა. 

ჩემი ცხოვრება მსგავსია ღრუბლის
და ამ ღრუბლიდან წვეთავს ლექსები.  
სევდასთან ისე გავშინაურდი,
ვფიქრობ, უსევდოდ ვერ დავსველდები. 

არ გამოდგება წვიმა წერტილად,
სულ წვიმს, ამისთვის, ცაო, მადლობა.
რასაც ვფიქრობდი იმას ვწერდი და
ასე ვაპირებ სამომავლოდაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი