თავს ვერავის შევადარებთ
* * * თავს ვერავის შევადარებთ, ეს ცხოვრება უკუღმართად წარიმართა. გეზს ვერ ვაძლევთ, ვერა და ვერ. ჩვენ უნიჩბო ნავი გვმართავს, ქარი გვმართავს, წყალი გვმართავს, კლდეც კი ჩვენ წინ აღიმართა. პატრონები დაემატა, ყველა კუთხე დანისლულა. გადაგვთელონ, დაე, მათაც, დაე, გაშრეს წყალი სრულად. მაინც არაფერი გვშველის, დაე, გაქრეს, რა კი ქრება. რადგან ვერ ვისწავლეთ ხელის ერთმანეთზე ჩაკიდება. უკვე აღარაფრის მჯერა, ჰოდა, არ ღირს დახანება. რადგან ვერ ვისწავლეთ ჯერაც ერთმანეთის დახმარება. თავს ვერავის შევადარებთ, ეს ცხოვრება უკუღმართად წარიმართა. გეზს ვერ ვაძლევთ, ვერა და ვერ. ჩვენ უნიჩბო ნავი გვმართავს, ქარი გვმართავს, წყალი გვმართავს, კლდეც კი ჩვენ წინ აღიმართა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი