მე - სიგარეტით ხელში
* * * მე - სიგარეტით ხელში, ძალზე უხეში წვერით, შენით, ძვირფასო, შეშლილს, უფრო შემშლიან წლები. ვწვები, ბალახის სუნი, ცაზე ღრუბელთა წყება. და ფიქრს მივყავარ სულ იქ, სადაც გულს შენით ვკვებავ. მხოლოდ ასე ვარ მე შინ. გიცდი, დრო გამყავს წერით. კვლავ სიგარეტი ხელში და კვლავ უხეში წვერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი