მიწად სიმშვიდე ამოვიდე
* * * მიწად სიმშვიდე ამოვიდე, უნდა მივაღწიო სახლამდე. თუმცა გზად ყელში ამოვიდნენ სიტყვები, რომლებსაც ვმარხავდი. თითქოს ივნისში გამითოვდა, ყინვა მოედო ბაღ-ვენახებს. მამა საფლავსაც დამითმობდა, მე ასეთი რომ დავენახე. მთელი გზა ისე გადავლახე, გზაზე არაფერი მინახავს. იმ სიტყვებს ისევ დამარხავენ, ამ გულში საფლავებს ვინახავ. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი