გაიარა მაისმა და


* * *
გაიარა მაისმა და
ივნისმა და ივლისმა.
წვიმის ხმები გაისმა და
შენს ხმას გავდა წვიმის ხმა.

დრო სვავივით მიფრინავდა,
ჩვენ ერთმანეთს ვეძებდით.
ერთმანეთზე ფიქრის გარდა
ვერაფერი შევძელით.

დაგეძებდი და ეს გზები
უსაშველოდ დაგრძელდა.
საკუთარ თავს ვაქეზებდი,
რწმენა იმედს მასმევდა.

ასე ვარ და გაისადაც
ვივლი სად და ვივლი სად.
გაიარა მაისმა და
ივნისმა და ივლისმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი