მინდა გაფრენა


მინდა გაფრენა, გაფრენა ცისკენ!
უფრთოდ! ფრთებს აღარ შერჩათ სიგანე.
ღრუბლებში ვიღაც, დამდგარა, მისტვენს,
ფიქრებო მოდით, იქ წამიყვანეთ!

იქ, სადაც გრძნობებს ძირს არ უთხრიან.
იქ, სადღაც, სადმე ღმერთებთან ახლოს.
ვიცი, ეს მხარე სხვებსაც უხილავთ.
ვიცი, ცის წვერზე სიმშვიდე სახლობს.

აქ, ამ მიწაზე, ცხოვრება არ ღირს!
აქ, სიყვარული არაფერს არ ჰგავს!
აქ, ბოროტება უკეთებს აღვირს
სიკეთეს. ის კი, ცრემლით ზღვას ქარგავს.

იმ დროსაც, - მაშინ, ამ დროსაც, - ახლა,
გულს გაეფანტნენ მიწები თვისი.
დავიწყე ცრემლის, თამბაქოს მარხვა,
ორივე ერთად მიწევს დილისთვის.

05.12.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი