რა დამაძინებს
ახლა ის დროა, არაფერი, რომ არ მაკვირვებს. მე შევეჩვიე გულის ტკენას და გამწყდარ სიმებს. ზამთრის ღამეა. (ვერ ვიტყვი, რომ თოვას აპირებს) კვლავ შენზე ვფიქრობ, მენატრები, რა დამაძინებს. რა დამაძინებს, მე, ძვირფასო, როცა ვიცი, რომ ჩემზე ფიქრებმაც კი დაგტოვეს. (ან შენ დატოვე) უბრალოდ ვცდილობ, ამ დარდების ბრბო ავიცილო, მაგრამ ჯანდაბას, ყველა ტკივილი დამრჩეს მარტო მე. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი