მოკრძალებული ლექსების გარდა


* * * 
მოკრძალებული ლექსების გარდა,
არ გამაჩნია არაფერი მე.
შენ მოგადგები, ძვირფასო, კართან,
როს სიმარტოვე გამაფრენინებს.

და გულში ჩაკვრა იქნება ჩემთვის,
დედამიწაზე მოსვლის მიზეზი.
ეს შენ იქნები იმ კაცის ღმერთი,
რომელიც დამხრჩვალ გემის ქიმზე ზის.

ჩემი ცრემლები არ გაგიკვირდეს,
ნურაფერს მკითხავ, აზრი აღარ აქვს.
ზურგზე ტკივილი გადავიკიდე,
გულში ცეცხლი მაქვს, თმაში - ჭაღარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი