ყველაფერს დავარქვათ სახელი...
* * * ყველაფერს დავარქვათ სახელი... მიდიხარ, მეცლები, - ვიცი მე. სიგარეტს ვეწევი, ვახველებ, მაწვება ფიქრების სიმძიმე. თუ გინდა მოვკვდები და კიდევ მითხარი გექნება თუ თხოვნა. თოკი სარკმლის ახლოს დავკიდე, გარეთ წვიმს, მისთვისაც უცხო ვარ. ყველასთვის უცხო ვარ ახლა და ყველასთვის ზედმეტი, - ვიცი მე. მოშავო ფიქრები დახვავდა, ვიძინებ. იწვიმე, იწვიმე... 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი