* * *


ღრუბელმა მაჯა გადაისერა
და შეიცვალა ფერი ამინდმა.
ვარ უცნაურად,
ახლა ისე ვარ,
რომ თითქოს ჩემგან ღმერთი გავიდა.
დავცარიელდი, როგორც უბანი,
სადაც დაიწყო წვიმა ახლახანს.
შენთან მომინდა დღეს საუბარი,
ვით კოჭლს სირბილი,
ვით ბრმას დანახვა.
თუმცა, ძაღლივით მეცა უარი,
რადგან შენ ახლა
არსად არა ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი