კარგ ამბავზე იშვიათად რეკავენ


* * *
კარგ ამბავზე იშვიათად რეკავენ,
სამძიმარზე სიარული გახშირდა.
გუშინ სახლში შენი ხელი მეკავა,
დღე კი უკვე მარადიულ სახლში ხარ.

ეზოს მალე მოედება ეკალი,
რაც გიყვარდა, ზეგ იქცევა ნახშირად.
ვინმეს, ალბათ, ჩემზეც დაურეკავენ,
სამძიმარზე სიარული გახშირდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი