მე და ოთახი
ისევ მარტო ვართ მე და ოთახი, ოთახი სადაც წლებია ვიბრძვი. მინდა გაქცევა, თუნდაც ცოტა ხნით, უკვე აქ ყოფნა საშინლად მიმძიმს. ამაღამ ისევ გავყვები საწერს, ვიბოდიალებ გარშემო სივრცის. ქაღალდზე დავყრი რაც დარდო მაწევს და სულელივით დავიწყებ სიცილს. მე ირონიით გულს, რომ ვიჯერებ, შემდგომ ჩაწვება თვალებთან ნისლი. ბევრჯერ ჩვეული იმ გლოვის მერე, თავს შევიწუხებ საწოლთან მისვლით. 11.05.14
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი