მიყვარხარ... ∞


რამე ისეთი მინდა დავწერო,
რომ შეგეფეროს ძვირფასო ლექსი.
გრძნობებს მივყვები რითმით ასე, რომ
არ გაიწიო თუ სიტყვას გესვრი.

მიყვარხარ... ∞
თუ გსურს არ დაიჯერო,
წასვლამდე ჩემი თვალები ნახე.
გაგაჩერებენ და თან ისე, რომ
შენ სხვა ბილიკებს უკლებლივ დახევ.

მიყვარხარ... ∞
თუ გსურს, წადი, გაგიშვებ,
ანა'ც მე წასვლას როგორ დაგიშლი.
მე სულ ავდარი, მუდამ დარი შენ,
ვჭამე სიცოცხლე,
გთხოვთ... ანგარიში.

მიყვარხარ... ∞
ვერ ვწერ მაინც ისეთს, რომ
ჩემთან დაგტოვოს, ლექსმა დროებით.
როგორც ყოველთვის, ახლაც ისე გთმობ,
რომ კვლავ უჩემოდ, 
მემარტოები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი