ძვირფასო მარია
თითქოს არაფერი არ ხდება უშენოდ, რაც უკვე მომხდარა, ისიც კი მიქრება. მითხარი ძვირფასო, თავს როგორ ვუშველო? წამალი იცოდე, შენ მაინც იქნება. ვფიქრობდი ბუნებამ გაგზარდა საჩემოდ, მაგრამ ყველაფერი განგებამ არია. იქნებ მიმასწავლო, სწორი გზა მაჩვენო, თორემ ვიკარგები, ძვირფასო მარია... დრო მიდის, სიცოცხლეს წამები ეთვლება, სულ მალე გავყვები, მე ზეცის ბილიკებს. მიშველე მარია, სამყარო მეცლება, ღმერთი მიბრაზდება, ეჰ, ვერც ის მიმიღებს. რა ვუყო ამ ავდრებს, მითხარი მარია... მსურს შენმა თვალებმა მზის სხივი მახაროს. კიდევ გადავიტან, შენთან თუ დარია, გპირდები გავუძლებ ტკივილის სამყაროს. არაფრად არ მაგდებს ამინდიც ხომ ხედავ, წინ წასვლას ვინ ჩივის, ადგილზეც ვერ ვჩები. ყოფას იმ დარჩენილ წამებსაც მოვხევ და სევდების სამეფოს უფრო შევეჩვევი. ახლა ცა ინგრევა, გრძნობის გრიგალია, შენ ისევ არ ჩანხარ, წარსულს ეფარები. ვკვდები და ვყივირვარ, ძვირფასო მარია, მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი