აი, ეს გოგონა
აი, ეს გოგონა, მორცხვად აგერ რომ ზის, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ანგელოზი. ჩემი სიხარულის, დარდის მოზიარე, სწორედ ეს პატარა ანგელოზი არის. მისთვის ყველაფერი ქვეყნად დამითმია, სულის უკვდავობა, "გულის არითმია". ნახე რა ღიმილი, ნახე რა ნაკვთები, ალბათ ძალზე გიკვირს, შიგ რომ არ ვაკვდები. როგორი ნაზია, როგორი ქალური, სულ სხვანაირია, ორიგინალური. სიცოცხლის ხალისი, სამყაროს მშვენება, ხომ მართლა ასეა, ხომ არ მეჩვენება?! შეხედე, შეხედე, ხომ აგელოზია?! მტრედებს მოგაგონებს ხომალდზე რომ ზიან. 07.09.2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
Ohoo
Momwonss:*