რომ დავიფერფლე
რომ დავიფერფლე, საუბედუროდ შენ ქარად გაჩნდი, აღარ მაცალე ჩემი სხეული შემეკოწიწა. შენ დამამსგავსე წლების მანძილზე უგულო აჩრდილს, სულიც მარტივად ამოგიცლია შენვე კოცნიდან. მაგრამ თანდათან დრომ შემცვალა, ანა'ც პირიქით, მე შევცვალე... შენს გასაკვირად აღვსდექ ნაცრიდან. გაბრაზებულმა შენკენ სავალე ვლეწე ბილიკი, ყველა გზა ვლეწე, რაც გადიოდა უფლის ტაძრიდან. 12.01.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი