მე წავალ


მე წავალ,
თუმცა, 
არ ვიცი როდის.
დავტოვებ მიწას,
ფრთებს გავშლი ლექსით.
ვერ ვურიგდები
იმ დღემდე ლოდინს,
ჩემი გრძნობები,
ვიცი,
არ გესმით.
მაგრამ...
ჰო, მაგრამ, 
არაფერია...
ნახავთ,
შევწვდები ზეცას ფიქრებით.
მერე მიყურეთ,
მნახავთ ფრთებიანს.
მნახავთ მზის გვერდით როგორ ვიდგები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი