იმ წლიდან
ცხოვრება დარდით დავიწყე, გლოვას კვლავ გლოვა მიცვლიდა. ახლა მინდება ქვად ვიქცე და აღარ მკლავდეს იმ წლიდან... მოყოლებული სევდები, ის დამარხული სამოთხე. ახლა ცრემლით, რომ ვსველდები, ვლამობ ამ ჭაობს ამოვხტე. მაგრამ არ მძალმიძს ესოდენ, მე სასწაულის ჩადენა. წუხელის ეკლებს მესროდნენ, სხვაგან იქროლეს ვარდებმა. უკვე წლებია ასე ვარ, ბედი შველას არ აპირებს. ჩემი სიკვდილთან მსგავსება, მიკვირს და სხვასაც აკვირვებს. მონა ვარ ცუდი ამინდის, მზის სხივი სანატრელია. ეს გული უკვე ცად მიდის, მსურს გავყვე სანამ მელიან. 03/10/2011
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი