გრძნობა მკლავს


გრძნობა მკლავს,
გრძნობა მაცოცხლებს,
ბევრჯერ მის მონად ვიქეცი.
ხან მიწას,
ხან მთას მაცოცებს,
მახლობლად მტოვებს იქვე ცის.

დავიარები ოცნებით,
თვალი გახელას არ ლამობს.
მე ეს სიზმარი, ვკოცნე ვით,
პოეტი კოცნის საღამოს.

გრძნობა მკლავს,
გრძნობა მაწამებს,
მე ვარ და თითქოს არც მე ვარ.
მიყვარს და ვწყევლი ამ წამებს,
ვრჩები და მიჯობს გაქცევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი