დრო არ ცვლის
დრო არ ცვლის არაფერს, უბრალოდ გვაგუებს, იმას რაც აქამდე საწყენი ყოფილა. ცხოვრებას ვეჩვევით, ვიხარებთ ამ გულებს, ღიმილით ვიხსენებთ, - ჭირში ნამყოფნი ვართ. დრო არ ცვლის არაფერს, ეს ჩვენ, ჩვენ ვიცვლებით, აზრები, ფიქრები დრო და დრო გვეცვლება. ამასობაში კი სიცოცხლით ვიცლებით, სამყარო ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება. ვივიწყებთ ყველაფერს, სევდიანს, დარდიანს, ცხოვრება გვჭირდება, ლამაზი, ფერადი. ერთურთის გრძნობებზე მარშებით დავდივართ, ეს სული მიცოცავს, მაგრამ ცად ვერ ადის. ვივიწყებთ ყველაფერს, ყველაფერს ვივიწყებთ, ცუდი წავიდაო, ვის ახსოვს ლოცვები. უკან სიარულით თითქოს წინ მივიწევთ, აბა სულის ზომის გაზრდაში მოვცდებით?! ყველაფერს სახელი დავარქვათ თავისი, მოკლედ, ჭაობში ვართ ბოლომდე ჩაფლული და თითქოს ის ლაფი, თავზე რომ დავისხით, დიდება ყოფილა "ნამდვილი ქართული". აღარ შემიძლია, ეს ლექსიც კი მძაბავს, "ნამდვილო ქართველო" თუ გენავთ გამკიცხეთ. როდემდე ვაგრძელოთ ერთურთის მიბაძვა, მამაძაღლობებში, რითაც ჩვენ თავს ვირცხვენთ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი