ეჰ, მიყვარდი!


მე მიყვარდი,
შენ გიყვარდა,
მას უყვარდი...
თქვენ სულ ერთად
დადიოდით
მე კი მარტო...
ჩემთან იყო,
გულში წყენა
და სულ დარდი.
ასე ხდება
სულ და ვფიქრობ,
ნეტავ რატომ?!
დრო გადის და
არ იცვლება
ხანა ისევ.
მე მარტო ვარ,
თქვენ კი სხვაგან 
გასულები...
ჩემს ლანდს ვხედავ,
ვაშტერდები
ხანაც მივსვდევ...
მეცინება,
მეცინება,
გავსულელდი!!!


13/09/2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი