წვეთი ვარ წვიმის
მე მხოლოდ ერთის ბედი მადარდებს, მხოლოდ იმ ერთის, გამო ვარ აქ მე. მისთვის ყველაფერს, ყველას გადავდებ, ჩემს თავს სიცოცხლეს გამოვასალმებ. მე ხომ უბრალო'დ, წვეთი ვარ წვიმის, ნელ-ნელა ვიწვი, ფრთაზე გვირილის. უკვე დავკარგე ერთი ნაწილი, სჩანს შემიწირავს მასზე ტირილი. მზე ამაორთქლებს, უთუოდ მომკლავს, გაშავდებიან ზეცად ღრუბლები. იმედს არ ვკარგავ, იმისა, რომ კვლავ, მასთან ოდესმე, მე დავბრუნდები. 23/01/2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი